"მორგი სამთავრობო კარუსელი" - ბერდია სიჭინავა რიჟვაძის გადადგომაზე

04.04.25 13:46
"მორგი სამთავრობო კარუსელი" - ბერდია სიჭინავა რიჟვაძის გადადგომაზე

ეს არის მორგი სამთავრობო კარუსელი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, რაღაც თვალის ასახვევად გვთავაზობს - ასე ეხმაურება თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერი პირის თანამდებობაზე დანიშვნის თუ გადაყენების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, ამიტომ ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ რიჟვაძეს პოსტიდან წასვლის  გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. 

თითქოს, რაღაცა კორუფციაში მხილებული ადამიანების თანამდებობიდან გადაყენება ხდება. რა თქმა უნდა, ეს არის ბლეფი - არცერთი მინისტრი არ არსებობს ამ ქვეყანაში, არცერთი დეპუტატი არ არსებობს, არცერთი ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არ არსებობს, რომელიც რაღაც ავტონომიურობის ნიშნებს შეიძლება ატარებდეს. ერთადერთი სუვერენი ამ ქვეყანაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისის ჩრდილოვანი კაბინეტით "დიფთ სთეითით" მართავს ქვეყანას და ამით შორის კორუფციაზეც ანთებს მწვანეს არსი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. სხვა დანარჩენი არიან დროებითი ადმინისტრატორები, რომლებიც კონკრეტული ფუნქციით ინიშნებიან გარკვეულ თანამდებობაზე", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამცნო.