თორნიკე რიჟვაძეს ბრიფინგამდე ვესაუბრე... - რას ამბობს პაპუაშვილი

04.04.25 13:33
თორნიკე რიჟვაძეს ბრიფინგამდე ვესაუბრე... - რას ამბობს პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ის თორნიკე რიჟვაძეს ბრიფინგამდე ესაუბრა და მადლობა უთხრა აჭარაში 7 წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ბათუმის მოსახლეობას თორნიკე რიჟვაძის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.

ბრიფინგამდე ვესაუბრე მას და მადლობა გადავუხადე იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან თითქმის 7 წლის განმავლობაში აჭარისთვის გაწია. აქ ხომ ფაქტიც მართლაც ჯიუტია და შეფასებაც აღარ სჭირდება, როგორ წაიწია წინ აჭარამ, როგორც რეგიონმა. ყოველთვის თვალშისაცემი იყო ის განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც მას აჭარის მიმართ აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის სიყვარული, რომელიც ბათუმის მოსახლეობას თორნიკე რიჟვაძის მიმართ აქვს. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაეცანით მის განცხადებას, გეგმებთან დაკავშირებითაც ჯობია მან მოგახსენოთ და არა მე", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამცნო.