კობახიძე არ უარყოფს, რომ "ოცნებაში" საკადრო ცვლილებები შეიძლება კიდევ იყოს
ირაკლი კობახიძემ დღეს არ უარყო, რომ "ოცნებაში" საკადრო ცვლილებები შეიძლება კიდევ იყოს.
კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღესვე წარადგენს და შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები უკვე მიდის.
ზოგადად საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი პროცესი, ზოგად შესაძლებელია დანარჩენს საზოგადოება გაიგებს, როცა ამის დრო დადგება
ჩვენ გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამცნო.