თეა წულუკიანი მარგარეტ ტეტჩერის მანჯურიული ვერსიაა - ელისაშვილი

04.04.25 15:41
თეა წულუკიანი მარგარეტ ტეტჩერის მანჯურიული ვერსიაა - ელისაშვილი

 

 

მარგარეტ ტეტჩერის მანჯურიული ვერსიაა თეა წულუკიანი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერა ლიდერმა, ალეკო ელისშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 9ოფიციალურად წარუდგინეს. 

ელისაშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება იმ კომისიის მიმართვის საფუძველზე იწყებდეს საქმის წარმოებას გაბიტაშვილის უწყება, რომლის შემადგენლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები სხედან.

ვითომ ძალიან მკაცრი რომ უნდა იყოს და ძალიან სასაცილო რომ არის სინამდვილეში. ხმას რომ იყნებს. იმ კომისიაში 8 წევრიდან 3 არის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი. ერთ-ერთი კაცი ზის, რომელიც იყო შსს-ს მოადგილე ნაციონალური მოძრაობის დროს. რას იძიებენ ერთი გამაგებინეთ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. 

ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.