არჩევნების გაყალბება მარტივდება - ემზადება თუ არა სისტემა ახალი არჩევნებისთვის?

04.04.25 20:37
არჩევნების გაყალბება მარტივდება - ემზადება თუ არა სისტემა ახალი არჩევნებისთვის?

"ქართული ოცნება" მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. სხვა ახსნას სამოქალაქო სექტორი ვერ უძებნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს უფლებები შეუზღუდა. ახალი რეგულაციით დამკვირვებელს აღარ შეეძლება, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება.

თუკი, მაგალითად, არაკეთილსინდისიერ ამომრჩეველს ეცოდინება, რომ უბანზე მისულს მის პირადობის მოწმობას არავინ შეამოწმებს, ის შეძლებს, რომ სხვისი პირადობის მოწმობით, სხვადასხვა უბნებზე რამდენჯერმეც მივიდეს და ხმა მისცეს. საარჩევნო კარუსელიც ასე მუშაობს. ოქტომბრის არჩევნებზე სხვისი პირადი მოანცემებით ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველი კაცი ხმის მიცემას ქალის პირადობით ცდილობდა. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა, საარჩევნო უბანზე მისულ ემიგრანტს, მისი პირადობით ხმა უკვე მიცემული დახვდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია. აცხადებენ, რომ არაფერი შეცვლილა. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ საარჩევნო კანონმდებლობით ეს ყველაფერი განსაზღვრული ოყო, მაშინ რაში დასჭირდათ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.