ცვლილებები ცესკოს დებულებაში - "ძლიერი საქართველოს" და ISFED-ის სარჩელები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

06.04.25 17:46
ცვლილებები ცესკოს დებულებაში - "ძლიერი საქართველოს" და  ISFED-ის სარჩელები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო ჩინჩალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქმე ეხება ცესკოს ახალ დებულებას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პირადობის დოკუმენტის შემოწმება აეკრძალებათ და რომელიც ოპოზიციამ კანონდარღვევად მიიჩნია. 

მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა პროცესზე არაერთი მტკიცებულება და არგუმენტი წარდგინეს, რომელიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ცვლილება საარჩევეო პროცესს დააზიანებს, მოსამართლემ ეს მაინც არ გაითვალისწინა.

ე.წ. კარუსელების შემთხვევების დაკანონებასთან გვაქვს საქმე. ძალიან რთულია ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეს ცვლილებები იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის სრულიად წართმეულია უფლება, რომ გადავამოწმოთ ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ეს, ერთიანობაში, ნეგატიურად აისახება საარცევნო პროცესებისადმი ნდობის საკითხში, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თორნიკე ართქმელაძე ამბობს, რომ რეჟიმის სასამართლოსგან არაფერი უკვირს. მისი თქმით, "ოცნებამ" ე.წ. კარუსელები არჩევნებზე კარგად დატესტა და ახლა სურს, ისეთი ცვლილებები გაატაროს, რომელიც მომდევნო არჩევნებში ამას ხელს ვერ შეუშლის.  

კლანის მიერ მართული სასამართლოსგან ჩვენ არცერთ ეტაპზე არ ველოდებით სამართლებრივად სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას და დღევანდელი გადაწყვეტილებაც იყო სწორედ ასეთი: ის, რაც სურს მმართველ პარტიას. რაც შეეხება იმას, რა თქვა დღეს სასამართლომ, როდესაც ისეთი ფაქტები იქნება, როგორიც იყო წინა არჩევნებზე, მამაკაცი ქალის პირადობით ან პასპორტებში ჩადებული ფურცლის ნაგლეჯებით, როდესაც რეგისტრატორები რეალურად ყალბ მონაცემებს შეიყვანენ აპარატზე, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდონ ფოტოზე ან გადაიღონ ვიდეო. ეს არის ერთადერთი რამის დასტური: 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ისე, როგორც ამას ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, ე. წ. კარუსელებით. გამოყენებული იყო უცხოეთში მცხოხვრები საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ეს მეთოდი, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ ძალიან კარგად დატესტა და ახლა ცდილობს, გაატაროს ისეთი ცვლილებები, რაც ამ კარუსელს ვერ შეუშლის ხელს, - ამბობს თორნიკე ართქმელიძე. 

მსგავსი სიახლეები