ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა დიდი იმედგაცრუებაა- შაჰინი
სენატორმა შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, ჩინური კომპანიისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლების მინიჭების შესახებ.
მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
“საქართველომ გააუქმა პორტის კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან“, - ამბობს სენატორი შაჰინი.
ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ის [ქართული ოცნება] აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა“,- ამბობს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.
ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლების ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით 2 აპრილს გამოეხმაურნენ.
განცხადების ავტორები შეშფოთება გამოხატავენ, რომ პორტის განვითარებას უხელმძღვანელებს კომპანია, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული და აღნიშნავენ, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალზე.
- ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი ( უიკერი ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრია). თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, სენატორი ჯონ კორნინი, ასევე, სტივ კოენი და მარკ ვისი უერთდებიან.
ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული.
China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.