ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას წაართვა საუკუნის შესაძლებლობა - მამუკა ხაზარაძე
სენატორი შაჰინი მართალია. ივანიშვილის პრო-რუსულმა და პრო-ჩინურმა რეჟიმმა, საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა,-ასე ეხმიანება კოალიცია “ლელო-ძლიერის საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სენატორ შაჰინის განცხადებას, სადაც მან იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ჩინური კომპანიისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლების მინიჭების შესახებ.
მისი თქმით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ.“
სენატორი შაჰინი მართალია. ივანიშვილის პრო-რუსულმა და პრო-ჩინურმა რეჟიმმა, საქართველოს მოსახლეობას და მთელ რეგიონს წაართვა საუკუნის შესაძლებლობა.
ამერიკული და ევროპული ინვესტიციების კონფისკაციით და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის პროექტის გადაცემით, მათ შეაჩერეს საქართველოს სტრატეგიული განვითარება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომელსაც შეეძლო კავკასია გადაექცია მთავარ სატრანზიტო კვანძად, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ.
მე მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა. როგორც კი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ახალი პროდასავლური ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაასრულებს,- წერს ხაზარაძე.