სასტიკი დანაშაული თბილისში - 22 წლის მეშაურმის საქმეში ახალი კადრები დევს

07.04.25 17:42
სასტიკი დანაშაული თბილისში - 22 წლის მეშაურმის საქმეში ახალი კადრები დევს

22 წლის მეშაურმის სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი  - როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ამჯერად ინტერპოლის მიერ დაკავებულმა გიორგი პაპაშვილმა მკვლელობამდე მთივლიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

პროკურორისვე განცხადებით, კორპუსიდან, ასევე რესტორნიდან ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ბრალდებულების მხრიდან გარკვეული ქმედებებია ასახული.

ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულება, ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ გიორგი პაპაშვილმა არა მხოლოდ მის საკუთარ ბინაში ძალადობდა გარდაცვლილზე, არამედ იმ დილით, მკვლელობის დილით, ერთ - ერთ რესტორანში საკმაოდ მძიმე ფორმებით ძალადობა განახორციელა თამაზ მთივლიშვილის მიმართ, რის შემდეგაც უკვე სახლში დაბრუნებულმა არაერთი ძალადობა განახორციელა. 

როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა საფეთქლის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, ზემო და ქვედა კიდურებში აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლჩაქცევები. მძიმე მდომარეობაში მყოფ მთივლიშვილს ე.წ. ადიალა მიაფარეს"- დასძინა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.

ბოლო დროის ერთ-ერთ მძიმე მკვლელობაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა და პოლიციის ფაილები გაასაჯაროვა. 

  • მარიამ გაფრინდაშვილის  მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება,  რომ მკვლელობაში   ბრალდებული გიორგი პაპაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით თეთრიწყაროში 2020 წელს დააკავეს, გაასამართლეს მაგრამ ციხე ერთ წელიწადში პროკურატურის შეღავათების საფუძველზე   დაატოვა - საპროცესო გაუფორმეს და 4 წელი პირობითი მსჯავრი დააკისრეს.
  • გიორგი პაპაშვილთან ერთად სამართალდამცველები ეძებდნენ 30 წლის  ბაირამ ალი გუსეინოვსაც. მეშაურმეს, რომელიც  პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს 20 წლის  ლუკა გვენეტაძესთან, 21 წლის  ვერიკო კაპანაძესთან და 20 წლის  საბა რობაქიძესთან ერთად უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით  მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად  დატოვა.