ო’ფლაერტი: "შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოში პროტესტს ძალადობრივად გაუმკლავდნენ და ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი"

07.04.25 20:14
ო’ფლაერტი: "შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოში პროტესტს ძალადობრივად გაუმკლავდნენ და ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი"

"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოში პროტესტს ძალადობრივად გაუმკლავდნენ და ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი" - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. 

მაიკლ ო’ფლაერტის თქმით, მისთვის ასევე შემაშფოთებელია ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებული დრაკონული კანონები, რომლებიც მისივე განმარტებით, "ადამიანის უფლებების თვალსაზრისით პრობლემატურია". 

შეშფოთებული ვარ, რომ პროტესტს ძალადობრივი მეთოდებით გაუმკლავდნენ და რომ ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. გამოძიება მიდის, მაგრამ არ აქვს შედეგი. მიმდინარეობს დემონსტრანტების დევნა, რომლებსაც ბრალი სხვადასხვა დანაშაულში წაუყენეს. ეს დისბალანსი კითხვებს მიჩენს.

შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ძალიან პრობლემატურია და ძალიან სწრაფად დაამტკიცეს და მასზე ცოტა იმსჯელეს. აი ასე შემოიტანეს კანონი და ამას უდიდესი შედეგები ექნება. მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ტემპი შეანელონ. აღფრთოვანებული ვარ დემოკრატიული საზოგადოების გამძლეობით და თავისუფალი მედიის გამბედაობით. მჯერა რომ, მედია ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს იმ სირთულეების გადალახვაში, რის წინაშეც არის ქვეყანა." - განაცხადა მიხაელ ო’ფლაერტიმ.

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.  

მსგავსი სიახლეები