ბერდია სიჭინავა: "ოცნებას" ფაქტობრივად დამღა აქვს დასმული
"ოცნების ხელისუფლებას ფაქტობრივად დამღა აქვს დასმული. დღეს მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს"- ასე აფასებს "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, ბერდია სიჭინავა ევროკავშირში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს.
"ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და კიდევ უფრო აღრმავებს იმ უფსკრულს, რომელიც არსებობს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს და ჩვენ პარტნიორებსა და ქართულ ოცნებას შორის.
ამიტომ, რაც უფრო გამძაფრდება შიდა დონეზე პოზიცია, მით უფრო მოიმატებს, რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც ფაქტობრივად დაწესებული აქვთ ამ ადამიანებს და გამოცდიან საკუთარ თავზე"- თქვა მან.
შეგახსენებთ, "პირველებმა" მოიპოვა 40-მდე ევროპარლამენტის კითხვები, რომლის ადრესატიც კაია კალასია და საგარეო საკითხებში ევროკომისრის პასუხი, რომელიც დეპუტატების გაუგზავნეს.
წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის მუშაობს, იმ პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე.