ამზადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "ოპოზიციაში" გადასასვლელად?

08.04.25 17:06
ამზადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "ოპოზიციაში" გადასასვლელად?

ამზადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "ოპოზიციაში" გადასასვლელად? კითხვები „ქართული ოცნების" ე.წ. თავმჯდომარეზე მისმა გაუჩინარებამ და თანაპარტიელების განცხადებებმა გააჩინა.

ოლიგარქის პარტიის წევრმა და ყოფილმა დეპუტატმა კახი კახიშვილმა დაანონსა, რომ შესაძლოა "ოცნებიდან" ღარიბაშივლი წავიდეს და ოპოზიციონერის როლი სუს-ის ყოფილ შეფთან ერთად მოირგოს.

  • კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა: ვინაიდან თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებს, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია იქნება - მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა „ოცნებიდან“

სად არის და როდის ჰქონდა ღარიბაშვილთან ბოლო კომუნიკაცია - ამ კითხვაზე კახა კალაძე "პირველებს" პასუხობს, რომ ღარიბაშვილი "ჩვეულებრივად მუშაობს" და ირწმუნება, რომ "ოცნების" მაღალჩინოსანთან კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, კახა კალაძემ დღეს დაადასტურა, რომ "ოცნება" ოპოზიციურ ველზე ახალი ძალების გამოჩენის მოლოდინშია.

არვიცი, ერთი კვირის წინ ტელეფონზე ვესაუბრე. აღნიშნული განცხადება არვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული, ამიტომ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა.

ჩვეულებრივად მუშაობს... სტატუსებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ რიგირთი ჯარისკაცები, როგორც ამ ქვეყნსი მოქალაქეები, ვემსახურებით ამ ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც პირველ რიგში წაადგება ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს"

რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობებია და არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს. არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, არის გამარგინალებური და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენენ პრობლემას, როგორც საკუთარი ტავისთვის, ისე ამ ქვეყნის განვითარებისთვის"- განაცხადა კალაძემ. 

  • სად გაქრა ღარიბაშვილი? - ამის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟი შაბათის ეთერმა მოამზადა. ირკვევა, რომ სუს-ის შეფი ისე გაუშვეს და ისე შეარჩიეს ახალი, რომ სავარაუდოდ, ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. საჯარო წყაროებსა და განცხადებებში ვერსად იპოვით ინფორმაციას, რომ კონსულტაციებში პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
  • წყარო "ქართული ოცნებიდან" "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეფი და აჭარის მთავრობის მეთაურიც  ისე გაუშვეს, რომ ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. არადა წესით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, რომლის  წევრებიც კობახიძის წარდგინებით ცვლილებებს ამტკიცებენ. 
  • არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ძირითად დროს სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებს და როგორც მეზობლები ყვებიან, სარემონტო სამუშაოებითა და ავეჯის შეცვლითაა დაკავებული. 

მსგავსი სიახლეები