რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა
რუსთაველის გამზირზე, სადაც რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ გამოჩნდა.
გდდ-ის შეფი და მისი დანაყოფი სახელმწიფო დაცვის ბაზაზეა მობილიზება.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპული აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ მემორიალთან მისვლის უფლებას„ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ მისცემენ.
დილიდან, პარლამენტთან რამდენიმე დაპირისპირება იყო.
- 9 აპრილის მემორიალთან კობახიძის სიძის, აფხაზეთის მთავრობის მინისტრის გამოჩენას ხმაური მოჰყვა
- 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძეს
- მემორიალთან მისვლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემაც სცადა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა ამის საშუალება მას და მის თანმხლებ პირებს არ მისცეს.
რეჟიმის პატიმრების მშობლებმა თანამოაზრეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სანთლები დაანთეს და ილოცეს. მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.