მოგზავნილი აგენტი, ნაძირალა და უსამშობლოა - ლევან გოგიჩაიშვილი კობახიძეზე
გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას "შავ ლაქას" უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმური პრემიერი "მოგზავნილი აგენტი, ნაძირალა და უსამშლობლოა".
ეს განცხადება იქნება შავი ლაქა. ისედაც ამოდანდღლილია ამ შავ ლაქებში, მაგრამ ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება. როდიონოვს და არ ვიცი ვის გულისხმობს, შეიძლება, მაკრონს გულისხმობს. აი, აქ რომ სვამ კითხვის ნიშანს, ხარ უბრალოდ ჩვეულებრივი მოგზავნილი აგენტი, ნაძირალა ხარ, ჩვეულებირივი ნაძირალა ხარ, უსამშობლო ხარ, კლასიკური გაგებით უსამშობლო ხარ. ჩრდილოური დნმ არის ის, ქართველობას ვერ გრძნობს, ქართველების ქიმიას ვერ გრძნობს, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".
ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".