"ოცნებისთვის" სამშობლო რუსეთია - ბეჟან ჯავახია
ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია "ქართულ ოცნებას" ბოლშევიკებს ადარებს და ამბობს, რომ ისინიც მათ მსგავსად, რუსეთის ხსენებას ვერ ბედავდნენ. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი კომუნისტების მსგავსად, ცდილობს, ქართველ ერში რუსეთი, როგორც მტრის ხატი შეცვალოს და გააქროს.
ჯავახია პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" სამშობლო რუსეთია და ამიტომ მათგან "რუსეთის არხსენება" გასაკვირი არ არის.
ის ბოლშევიკებიც ვერ ახსენებდნენ, "რუსები" არ უთქვამთ მაშინაც, იმიტომ, რომ ეს საბჭოთა კავშირი იყო და ხალხს ზრდიდნენ, როგორც საბჭოთა ადამიანებს. მათაც ასე სურთ, რომ ჩვენც ასევ ვაღიარებდეთ, რომ ამ სივრცის ნაწილი ვართ, რასაც ჩვენ არ დავუთმობთ. როგორც მაშინ იდგნენ, ახლაც ამისთვის დგანან ეს ადამიანები. ესენი არიან უცხო სხეული თვითონ ამ ქვეყნისთვის ანუ მათთვის სამშობლო რუსეთია. ის არის საბჭოთა კავშირი. აი, ის სიმღერა რომ იყო, "მე სხვა მისამართი არ მაქვს, Мой дом Советский Союз". ზუსტად ეს ხალხია დღეს მოსული და იქითკენ მივყავართ. მათ მშვიდობა მიაჩნიათ მონობად, მორჩილებად. ის კომუნისტებიც რუსები იყვნენ როგორც თვითონ არიან რუსები. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარს ატარებენ, რუსები არიან, - ამბობს ბეჟან ჯავახია.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".
ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".