მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა, "ოცნებამ" ამაზე პასუხი უნდა აგოს - გახარიას გუნდი

09.04.25 16:15
მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა, "ოცნებამ" ამაზე პასუხი უნდა აგოს - გახარიას გუნდი

შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის განცხადებას.

საგანგებო განცხადებაში გახარიას გუნდის პირდაპირ წერს, რომ "ოცნება" საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას უარყოფს და ცდილობს, მტერი მოყვარედ, მოყვარე კი მტრად შერაცხოს. მათი თქმით, მსგავს მოღალატეობრივი ქმედების გამო ივანიშვილის გუნდი პასუხისმგბელობას ვერ გაექცევა.  

შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამოცხადებული მთავრობის მეთაურობით ახალი ძალით დაიწყო.

„ოცნება“, ფაქტობრივად, უარყოფს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას, ქართველი ხალხის სიმამაცეს და თავგანწირვას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის მიერ ჩვენი თვითმყოფადობისათვის გაღებულ მსხვერპლს და ცდილობს, საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის ვინაობა დაიცვას და შენიღბოს.

„ოცნების“ ჯგუფი უბრალოდ უცხო სახელმწიფოდ აცხადებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციის განმახორციელებელ, ჩვენი მშობლების, შვილების, დებისა და ძმების სისხლში გასვრილ რუსულ სახელმწიფოს და ტოლობის ნიშანს სვამს საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის.

„ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული.

მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.

„ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".

 

მსგავსი სიახლეები