რატომ ეშინია ივანიშვილს ფრანგული სანქციების?
რატომ ეშინია ივანიშვილს ფრანგული სანქციების - ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ რადგან ოლიგარქი საფრანგეთის მოქალაქეა, შესაძლოა ამან მისი მოქალაქეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
გარდა ამისა, "ოცნების" დამფუძნებელი უძრავ ქონებას ფლობს პარიზის შემოგარენშში - საუბარია ორი მიწის ნაკვეთზე, რომელთაგან ერთ-ერთი 100 ათასი კვ.მ.-ია, ამიტომაც აბესაძის თქმით, საფრანგეთის მხრიდან ოლიგაქრის დასანქცირება, მისთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება.
- ცნობისთვის, ივანიშვილის პარიზში არსებულ ქონებაზე "ნოდარ მელაძის შაბათი" საზოგადოებას 2 წლის წინ უყვებოდა - ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ოლიგარქს ქონება საფრანგეთში პარიზში რეგისტრირებული კომპანიის სახელზე აქვს გაფორმებული.
საფრანგეთის მხრიდან ივანიშვილის სანქცირების საკითხი დღის წესრიგში ევროპარლამენტარმა გალერიმ გუშინ დააყენა.
- მან ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა - "ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ".
გალერის განცხადებას, შალვა პაპუაშვილის პასუხი მოჰყვა - აბესაძე ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმები, რასაც ივანიშვილის გუნდის წევრები ევროდეპუტატების მიმართ ახორციელებენ, არაფერს ნიშნავს, "გარდა იმისა, რომ მონურ მორჩილებაში მყოფები იძულებულები არიან ბატონს გადაეფარონ".
ივანიშვილისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ნებისმიერ იუსრისდიქციაში მისთვის დაწესებული საქნცია, რაც ნიშნავს მისთვის ხელ-ფეხის შეკვრას, ახალი ბიზნესსაქმიანობის და ფულის შოვნისთვის. შარშან გამოქვეყნებული მისი დეკლარაციიდანაც კი ჩანს, რომ მას პარიზის შემოგარანეში ორი მიწის ნაკვეთი აქვს, ერთ-ერთი 100 ათასი კვ.მ. მნიშვნელოვანი უძრავი ქონება გააჩნია. გარდა ამისა შესაძლებელია მას ჰქონდეს სხვდასხვა ტიპის ძვირფასეულობა, მოძრავი ქონება. საფრანგეთის მხრიდან დასანქცირება მისთვის იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი, რადგან ის არის ამ ქვეყნის მოქალაე, რაც იმას ნიშნვას, რომ მას შესაძლებელია მომავალში პრობლემები შეექმანს მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ როგორც საჯარო წყაროებშია, გარკვეულ მაქინაციებსაც კი უკავშირებენ მის მოქალაქეობას მიღებას. ასე, რომ ივანიშვილის პრობლემები არ დაილევა და არ დაილევა მანამდე სანამ არ გადავა ქარველი მოქალაქეების მოსმენაზე, არ დანიშნავს ახალ არჩევნებს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.
ისტერიული თავდასხმები და კომენტარები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რომელსაც ივანიშვილის მარიონეტებისგან ვხედავთ არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ მონურ მორჩილებაში მყოფები იძულებულები არიან ბატონს გადაეფარონ", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
შალვა პაპუაშვილმა გუშინდელი განცხადება, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, დღეს მედიის წინაშეც გაიმეორა - იერიში მიიტანა ევროკავშირზე და თქვა, რომ "2030 წელს, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გადაწყვეტის საკითხი დადგება, მნიშვნელოვანია, იქ დაგვხვდეს ევროკავშირი და არა საბჭოთა კავშირი".
რაც შეეხება საფრანგეთის და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას, პაპუაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ ერთადერთი ვისაც სანციები აზიანებთ, "არიან ისინი, ვინც ამ სანქციებს აწესებენ".
ვხედავთ, რომ ევროპაში ძალიან ბევრი უკვე ემსგავსება საბჭოთა ბიუროკრატს, საბჭოთა პოლიტიკოსს და საბჭოთა ადამიანს. უნდა დროულად შევუშალოთ ხელი ევროკავშირის გასაბჭოებას. ძალიან კარგად ჩანს საბჭოთა სტილი ზოგიერთი ბიუროკრატის და ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევაში. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ 2030 წელს, როდესაც საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში წევრობაზე, მაშინ როდესაც ჩვენი ევროკავშირის წევრობის გადაწყვეტის საკითხი დადგება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ დაგვხვდეს ევროკავშირი და არა საბჭოთა კავშირი. ბუა ევროპა იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და შუა ხანებში. ერთადერთი ვისაც აზიანებთ ეს სანქციები არიან ისინი, ვინც ამ სანქციებს აწესებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.