პაპუაშვილმა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

10.04.25 13:38
პაპუაშვილმა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანი დასვა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გუშინდელი განცხადების შემდეგ, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს უკვე მედიის წინაშე მიიტანა იერიში ევროპელ პარტნიორებზე. 

"2030 წელს, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გადაწყვეტის საკითხი დადგება, მნიშვნელოვანია, ჩვენ იქ დაგვხვდეს ევროკავშირი და არა საბჭოთა კავშირი" - ამბობს პაპუაშვილი.

ვხედავთ, რომ ევროპაში ძალიან ბევრი უკვე ემსგავსება საბჭოთა ბიუროკრატს, საბჭოთა პოლიტიკოსს და საბჭოთა ადამიანს. უნდა დროულად შევუშალოთ ხელი ევროკავშირის გასაბჭოებას. ძალიან კარგად ჩანს საბჭოთა სტილი ზოგიერთი ბიუროკრატის და ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევაში. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ 2030 წელს, როდესაც საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში წევრობაზე, მაშინ როდესაც ჩვენი ევროკავშირის წევრობის გადაწყვეტის საკითხი დადგება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ დაგვხვდეს ევროკავშირი და არა საბჭოთა კავშირი. ბუა ევროპა იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და შუა ხანებში. ერთადერთი ვისაც აზიანებთ ეს სანქციები არიან ისინი, ვინც ამ საქნციებს აწესებენ", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა - "ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ". 

მსგავსი სიახლეები