"პოლიტიკური განადგურების მცდელობა" - სამადაშვილი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარებაზე

10.04.25 13:56
"პოლიტიკური განადგურების მცდელობა" - სამადაშვილი გახარიას წულუკიანის კომისიაზე დაბარებაზე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წულიკიანის ე.წ. საგამოძებო კომისიაზე დაბარებას "პოლიტიკური განადგურების მცდელობად" აფასებს.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ახლა გახარიას გადასაწყვეტია, გამოცხადდება თუ არა წულუკიანის კომისიაზე. 

ამოცანა ამ კომისიის მუშაობის არის ერთადერთი - ეს არის პოლიტიკური ოპონენტების, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, თუნდა გახარიასავით, ივანიშვილის ყოფილი პრემიერმინისტრის, პოლიტიკური განადგურების მცდელობა. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ ამ კომისიის მუშოაბაში მონაწილეობის მიღება მხოლდო და მხოლოდ აზიანებს საქართველოს ინეტერესებს", - ამბობს სამადაშვილი.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ე.წ. კომისიაზე იბარებს. ექს-პრემიერს უწყისი უკვე მიუვიდა. 

როგორც გახარიას პარტიაში განმარტავენ, კითხვები ყოფილ პრემიერთან "ოცნებას" 20 ივნისთან დაკავშირებით აქვთ. 

მსგავსი სიახლეები