ბრიტანეთმა კარლო კაციტაძეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, დაუწესა ფინანსური სანქციებიც
გაერთიანებულმა სამეფომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე დაასანქცირა - ამ უკანასკნელს ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მოყვარულ საგამოძიებო სამსახურის ბოსს დაუწესდა ფინანსური სანქციებიც.
კარლო კაციტაძე არის ან/და პასუხისმგებელი იყო იმ ქმედების გამოძიებაზე ან დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირთა უფლების სერიოზულ დარღვევას. მან განზრახ ან დაუფიქრებლად არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობა. კონკრეტულად, საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მოხდა უცხოური გავლენის კანონის მიღების შემდეგ, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძალებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია მომხდარი ძალადობის გამოძიებაზე, რაც ამ შემთვევაში მან ვერ გააკეთა"- წერია განცხადებაში, სადაც სანქციების დაწესების საფუძველია განმარტებული.
ცნობისთვის, კარლო კაციტაძესთან ერთად, ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენ. პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს.
განცხადების თანახმად, ოთხივე პირს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდა.