სანქციები გაგრძელდება იმის პროპორციულად, როგორ მოიქცევა ივანიშვილი - თეონა აქუბარდია
დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების ფაქტს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ქართველი ხალხის მხარდამჭერ ნაბიჯად აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "სანქციები გაგრძელდება იმის პროპორციულად, როგორც ივანიშვილი გააგრძელებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას".
დიდი ბრიტანეთის სანქციები არის გაგრძელება იმ მხარდაჭერის, რომელსაც ქართველი ხალხი იღებს მაშინ, როდესაც რეჟიმი უპირისპირდება ფუნდამენტურ უფლებებს. ეს შემთხვევაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო არის, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ბოლო წერტილი, სანქციები გაგრძელდება და გაძლიერდება იმის პროპორციულად, როგორც ივანიშვილი გააგრძელებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ და ბრიტანეთის საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ.