"კანონმა უნდა იკანონოს" - ვოლსკი გახარიაზე

10.04.25 18:13
"კანონმა უნდა იკანონოს" - ვოლსკი გახარიაზე

თეა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გიორგი გახარაის დაბარებასთან დაკავშირებით "ოცნებაში" კომენტარები კეთდება. ივანიშვილის გუნდის წევრები ტელეკამერების წინ ამტკიცებენ, რომ ისინი არა ივანიშვილის განყობებით, არამედ კანონით მოქმედებენ.

გია ვოლსკი იმ გუნდის წევრია, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერად დანიშნა, დღეს კი ამბობს, რომ 7 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

აბსოლუტურად მიუკერძოებელ ადამიანებსაც, მათ შორის მომიტინგეებსაც შეიძლება გარკვეული სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს გახარიას ქმედებებთან დაკავშირებით. ბრალეულობას განაპირობებს გარკვეული ფაქტები და არა კონკრეტული ადამიანების, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება კონკრეტული პიროვნების მიმართ", - აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა "ოცნება" მისი ყოფილი თანაგუნდელის დაკავებას, ვოლსკი ამბობს, რომ "კანონმა უნდა იკანონოს".

იცით, არ ვიცი. არის კანონი. ამ კანონის მუხლებთან და ლექციებთან დაკავშირებით, მე არ ვარგივარ. მაგრამ კანონმა უნდა იკანონოს.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ე.წ. კომისიაზე იბარებს. ექს-პრემიერს უწყისი უკვე მიუვიდა. 

როგორც გახარიას პარტიაში განმარტავენ, კითხვები ყოფილ პრემიერთან "ოცნებას" 20 ივნისთან დაკავშირებით აქვთ.

მსგავსი სიახლეები