ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - თანამდებობის პირები უმოქმედობისთვის დასანქცირდნენ-ნაცვლიშვილი

10.04.25 19:24
ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - თანამდებობის პირები უმოქმედობისთვის დასანქცირდნენ-ნაცვლიშვილი

თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი-ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას.

ნაცვლიშვილი დეტალურად წერს, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული 4 ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან.

“დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის“-წერს ის.

რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული 4 ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან?

იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა.

აქამდე ჩვენ ძირითდად იმათი დასანქცირების მოწმეები ვიყავით, ვინც უშუალოდ გასცა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრძანება და/ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას. დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი:

მარტო იმ შემთხვევაში კი არ დასანქცირდებით, როდესაც ხალხს არბევთ და სცემთ, არამედ მაშინაც, როდესაც გევალებათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არ იძიებთ! ამიტომ, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს.

ამ დასანქცირებულებს რაღა ეშველებათ და სხვა პირებმა გაითვალისწინოთ, სჯობს, სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებისთვისაც დაისჯებით, - წერს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა -  ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: 

  • შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
  • კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
  • გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)

 

მსგავსი სიახლეები