უნდა იცოდნენ, რომ ამ სანქციებისგან თავის არიდებას ვერ მოახერხებენ - ფავლენიშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ,რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან.
ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ წამება, არაადამიანური მოპყრობა სანქციების დაწესების მიზეზი გახდა.
„არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ იმ ადამიანების დასანქცირება მოხდეს, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორი და უშუალო აღმსრულებელი არიან. ბუნებრივია, რომ მათი დასანქცირება ხდება დასავლური სამყაროს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ. დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერ მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან მათ სანქციებისგან გვერდის ავლაში, ასევე სანქცირებულები იქნებიან. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში ამ ხალხმა დიქტატურის დამყარება განიზრახა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.