"ეს ბრიტანეთის იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს" - ალუდა ღუდუშაური სანქციებზე
ბრიტანეთის მიერ საქართველოს მაღალჩინისნებისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, ივანიშვილის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ეს თავად ბრიტანეთის "იმიჯს აყენებს დიდ დარტმას".
ღუდუშაური ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "ინსტიტუციებზე მიტანილ იერიშად" აფასებს.
ეს პირდაპირ გვაფიქრებინებს და სრულიად ნათელი არის, რომ ხდება იმისთვის, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერიში. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთ მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა სამართლის ასპექტების მხრივ. დღევანდელ დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ვხედავთ ასეთ უარგუმენტო, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს" - ამბობს ღუდუშაური.
10 აპრილს, დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.