ბრიტანეთში "ოცნების" მაღალჩინოსნებს აქტივები აქვთ შენახული, ამიტომ სანქციები მათთვის საგანგაშოა - ზურაბიშვილი

11.04.25 14:29
ბრიტანეთში "ოცნების" მაღალჩინოსნებს აქტივები აქვთ შენახული, ამიტომ სანქციები მათთვის საგანგაშოა - ზურაბიშვილი

ბრიტანეული სანქციების შიში რომ განსაკუთრებით აქვთ "ქართულ ოცნებაში" დღეს ამაზე საქართველოე მეხუთე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.  სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მაღალჩინოსნებს ბრიტანეთში აქტივების დიდი ნაწილი აქვთ შენახული და სწორედ ამიტომ არის სანქციები მათთვის არის საგანგაშო.

სანქციებმა გასაგებად ააღელვა "ქართული ოცნება" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვინ ივანშვილის უკანონო დავალების შესრულებაში არიან ჩართული "გონზე მოსვლისკენ" მოუწოდებს. 

ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ნაწილი აქტივები აქვთ ბევრ მაღალჩინოსნებს შენახული და ამიტომ ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის არის საგანგაშო. ასევე ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან გადმოიტანა ცოტა ხნის წინ ბატონმა ივანიშვილმა თავისი აქტივები ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უშულოდ ის პირებო, რომლებიც არიან პასუხისმგებელი უშუალოდ რეპრესიების იმპრიმენტაციაზე. მე მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს და ყველას ვინც არის ჩართული და ვუთხრა მათ, რომ თქვენ შეგიძლიათ კიდევ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე და არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში. რამეთუ, არამხოლოდ ეს სანქციები შეიძლება დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ამაზე და ჩვენი მხრიდან ანუ ამ წინააღმდეგაა პლატფორმის მხრიდან, არ არის არანაირი სურვილი მომავალში, რამე შურისძიების, იმიტომ რომ შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც, მაგრამ ეს მორალური პასუხისმგებლობაა, როცა საზოგადოებას თავლებში ჩახედავ ეს არის ძალიან რთული", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

 

მსგავსი სიახლეები