წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას ენა უბრუნდება და როდიონოვს ჩვენს ახალგაზრდებს ადარებს - ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" იმ მძიმე განცხადებებს ეხმიანება, რომლებმაც ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილს გმირების მემორილას მათგან იცავდნენ, "როდიონოვები" უწოდეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ოცნების" ლიდერებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
მათ (ჩეხ პარტნიორებს) არ ეშლებათ ვინ იყო როდიონოვი, რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული სასტიკი ჯარის წინააღმდეგ. ის, რომ ჩვენთან ვიღაცას ეს ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია, შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდებთან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის წარმოუდგენელი, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.