როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს? - თინა ხიდაშელი "შავ სალაროზე" საუბრობს
როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს და ყოველთვიუს სარგოს? თავდაცვის ყოფილი მინისტრიი, ამბობს რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელი იქნება. თინა ხიდაშელის განმარტებით, მაგალითად ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროკურორი გაბიტაშვილი კუთვნილ ხელფასს ვერც ქეშად მიიღებს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ბრიტანული სანქციების პოლიტიკას.
თინა ხიდაშელი, ამბობს რომ ამ შემთხვევაში "ოცნების" გამოსავალი ეგრედწოდებული შავი სალაროები და მათი მოკავშირე ბიზნესმენები იქნებიან.
"სავარაუდოდ, ეს ადამიანები გადავლენ იმავე სისტემაზე, რაც ქუჩაში მარბიელი რაზმებისთვის აქვთ. მათ ბიუჯეტიდან არ აძლევენ ფულს. ისინი ზუსტად იმ შავი სალაროდან ფინანსდებიან" - ამბობს ხიდაშელი.
გასაგებია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა იძახოს, რომ მათ სანქციები არ ადარდებთ, მაგრამ რალურად ეს პარტიული ტემა აღარ არის. ეს ძალიან ცდება პარტიის ჩარჩოებს, გადადის ბიზნესპარტნიორებზე, ოჯახის წევრებზე და ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება დაეხმაროს სანქცირებულ ადამიანს თავის არიდებაში. ივანიშვილი არის ერთი ქვეყნის სიაში სანქცირებული, რა თქმა უნდა, მისი საკითხი, მისი სახელი, მისი პრობლემები, მისი ბიზნესპარტნიორების თემები, რომელიც არ შემოისაზღვრება მხოლოდ რუხაძით, ასევე აუცილებლად დგას დღის წესრიგში. რეჟიმს აცოცხლებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც მათ გვერდით დგანან და შავი ფულით კვებავენ ამ მარბიელ რაზმებს, რომლებცი ქუჩაში დარბიან, ამიტომ მათ წინააღმდეგაც აუცილებლად უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიება.
სავარაუდოდ, ეს ადამიანები გადავლენ იმავე სისტემაზე, რაც ქუჩაში მარბიელი რაზმებისთვის აქვთ. რა თქმა უნდა, მათ ბიუჯეტიდან არ აძლევენ ფულს. ისინი ზუსტად იმ შავი სალაროდან ფინანსდებიან, რომლის შევსების წყაროც არიან ივანიშვილის ხელის ბიჭები, ე.წ. ბიზნესმენები და სინამდვილეში მინი-ოლიგარქები, რომელიც საქართველოში სულ უფრო მეტი და მეტი წარმოიშობა. ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ეს კავშირები ერთის მხრივ, სამარტლებრივად დავადასტუროთ და შემდეგ მოვითხოვოთ მათ წინააღმდეგაც სანქციების რეჟიმის ამოქმედება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.