ნინო წილოსანისთვის ბრიტანული სანქციების "მიზნობრიობა გაუგებარია"

11.04.25 15:59
ნინო წილოსანისთვის ბრიტანული სანქციების "მიზნობრიობა გაუგებარია"

ნინო წილოსანისთვის ბრიტანული სანქციების "მიზნობრიობა გაუგებარია" - "ოცნების" წევრს ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან კითხვები აქვს "ხომ არ უკავშირდება ეს მიზნობრიობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს"

თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია მიზნობრიობა თავად სანქციების. ამ შემთხვევაში კითხვას ვსვათ, რა შედეგი სურთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს მიზნობრიობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს", - ამბობს ნინო წილოსანი. 

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები