ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან მხოლოდ - წილოსანი
ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ნინო წილოსანი "ტვ იმედის" ეთერში ეხმაურება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ "ალბათ, ბრიტანეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობდა, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან".
ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ. ამ ჯარიმასაც თავისივე გამოგზავნილი ფულებით უხდიან NGO წარმომადგენლები” – ამბობს ნინო წილოსანი სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან, „იმედთან” ინტერვიუში.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.