კობახიძე აღიარებს, რომ ბრიტანული სანქციები სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდებაა
ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი აღიარებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დაკისრებული სანქციები სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდებაა.
ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკისა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო,“- განაცხადა პრემიერმა.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.