ნიკა მელიას პასუხი თეა წულუკიანს

11.04.25 21:40
ნიკა მელიას პასუხი თეა წულუკიანს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია თეა წულუკიანს "ტვ პირველის" ეთერიდან პასუხობს - საუბარია წულუკიანის განცხადებაზე, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მისი კომისია აბუჩად აიგდო. 

ნიკა მელია პირდაპირ ამბობს, რომ ვინმე, თუ ამ ქვეყანაში რაიმეს აბუჩად იგდებს, ეს არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიაა, რომელიც "20 წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს 2025 წელს იძიებს". 

მელია აცხადებს იმასაც, რომ ის, რასაც წულუკიანი აკეთებს, მასკარადია, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს.

მან გამოთქვა პრეტენზია, რომ მე აბუჩად ავიგდე მისი კომისია და მისი სამდივნო. მე ვფიქრობ, თუკი სიმართლეზე გვინდა რომ გვქონდეს პრეტენზია, ვინმე თუ ამ ქვეყანაში რაიმეს აბუჩად იგდებს, 13 წლის თავზე ეს ადამიანი სხვა პირებთან ერთად 20 წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს რომ იძიებს ახლა, 2025 წელს. ამ ადამიანებს სურდათ, რომ პარლამენტი გადაექციათ მორჩილ მასად, მაგრამ არ სურდათ, რომ ერთფეროვან ადამიანთა მორჩილ მასად გადაექციათ, ვინაიდან უნდოდათ, რომ თვალს მოეტყუებინათ, რომ ევროპელის, ამერიკელის თვალს ვერ დაენახა რეალობა. უნდოდათ, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად იქ ყოფილიყო "ქართული ოცნების" გარდა სხვებიც.... ამ მასკარადში მონაწილეობის მიღება არ მსურდა, არც მივიღე". - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, წულუკიანმა დღეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზრდილობა დაუწუნა და თქვა, რომ სამდივნოსგან წარგზავნილი შეტყობინება ნიკა მელიამ "აბუჩად" აიგდო. 

მსგავსი სიახლეები