"არ დარჩა დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც არ ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა" - გალდავა

12.04.25 11:45
"არ დარჩა დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც არ ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა" - გალდავა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი ლანა გალდავა  ეუთოს წევრი 37 ქვეყნის მიერ, გუშინ  გავრცელებულ  განცხადებას ეხმაურება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნები და  პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

არ დარჩა მთელს მსოფლიოში დემოკრატიული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ ამბობს, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევაში, დრაკონული კანონების მიღებაში, მედიის მოგუდვის მცდელობაში, რაც რეალურად სანახევროდ ასრულებული აქვთ. ერთადერთი ხსნა ამ პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზის არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მძევლების, იგივე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა", - ამბობს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები