პაპუაშვილმა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია

12.04.25 13:33
პაპუაშვილმა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია

შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია.

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ირწმუნება, რომ ისინი ვინც გუშინ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა და პროტესტის ნიშნად წულუკიანის სახლტან მივიდა "ქართველი როდიონოვები" არიან.

დონორებისგან წახალისებული და ენჯეობისგან ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.
ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი, კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.
უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას", - წერს პაპუაშვილი.

თეა წულუკიანის განცხადებით გაბრაზებულმა მოქალაქეებმა გუშინ ღამით ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა წულუკიანს სახლთან დიდი პლაკატი მიუტანეს წარწერით -"ანწუხელიძე უკვდავია".

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.

 

მსგავსი სიახლეები