რუხაძე: რასაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის კლასიკური ავტოკრატია, მკვეთრად გამოკვეთილი დიქტატურის ელემენტებით
"ევროპული სახელმწიფოები ხედავენ და რეაგირებენ, რომ როგორღაც შეაჩერონ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა", - ასე აფასებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძე ეუთოს წევრი 37 ქვეყნის განცხადებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელს.
რუხაძის თქმით, რეპრესიული ქმედებებით ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა არის "კლასიკური ავტოკრატია, გამოკვეთილი დიქტატურის ელემენტებით".
რასაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი გნებავთ საკანონმდებლო დონეზე, გნებავთ ქუჩაში. ეს არის კლასიკური ავტოკრატია ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი დიქტატურის ელემენტებით. ამას დემოკრატიული სამყარო, იქნება ეს ევროპული სახელმწიფოები,ამერიკის შეერთებული შტატები ამას უკვე ხედავენ და არამხოლოდ ხედავენ ამ ყველაფერზე რეაგირებენ, რომ როგორღაც შეაჩეროს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა კი არა ანუ დემოკრატიის საერთოდ გაქრობა", - ამბობს გიორგი რუხაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.