მაკკლირი: სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ
დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთი კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და შავ სიაში "კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიყვანოს".
მიმდინარე კვირაში, ევროპის საბჭოში, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად, მკაცრი სანქციების დაწესების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ამიტომ, ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“, - წერს ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.