"ოცნებაში" რუსეთის შეთავაზებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსეთის შეთავაზება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, რეალურია, თუმცა ამას წინ ერთი ბარიერი უდგას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ურთიერთობების აღდგენა ოუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გარეშე ვერ მოხდება.
საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ: ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია, ძალიან მარტივად, ეს ბარიერი მოხსნას. როგორც კი ამ ბერიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამ ურთიეღთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია, ამიტომ ჩვენ ველით ზუსტად ამას, - თქვა პაპუაშვილმა.
მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ეს განცხადება ლავროვის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. თუმცა, მიხაილ გალუზინი ხაზგასმით ამბობს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.
ახლა ოკუპანტი ქვეყანა თბილისისგან შემხვედრ ნაბიჯებს - კომპრომისებს ელოდება. გალუზინი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია და ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივა, რომელიც ივანიშვილმა გააჟღერა, "გონივრული" იყო.