რუსეთი ნამდვილად მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის - პესკოვი
რუსეთი ნამდვილად მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, - ასე ეხმიანება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გალუზინის განცხადებას. ამასთან, კრემლის წარმომადგენელი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერობის აღდგენასთან დაკავშირებით რაიმე ზუსტი ვადები გასაზღვრული არ არის.
რაიმე ზუსტი ვადები არ არსებობს. თუმცა, რუსეთი რომ ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ყველა იმ ქვეყანასთან კეთილსაიმედო ურთიერთობების დამყარებაში, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომლებსაც ეს სურთ, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
დღეს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ლავროვის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.