"ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს" - ხაბეიშვილი "ოცნების" ინიციატივაზე

14.04.25 22:09
"ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს" - ხაბეიშვილი "ოცნების" ინიციატივაზე

"ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს" - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ რეალურად საუბარი არა ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეა, არამედ მისივე განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი განსხვავებული პოზიციის აკრძალვას ცდილობს. 

ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს. ჯერ გამოვიდა და მოყვა, რომ ვაუქმებთო, ახლა გამოვიდა და თქვა, რომ ვერ გავაუქმებთო. პარტიის აკრძალვაზე კი არ არის საუბარი, მათ უნდათ, რომ განსხვავებული პოზიცია აკრძალონ. ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს, დაჩმორებული, გაბანძებული დადგა იქ და მოყვა, რომ ვეღარ ვაუქმებთ. რაც შეეხება მეორე ამბავს, მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი დღის წესრიგია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი უნდა შევქმნათ". - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.