მდინარაძე სისულელეებს საუბრობს - სიჭინავა

14.04.25 22:32
მდინარაძე სისულელეებს საუბრობს - სიჭინავა

მდინარაძე სისულელეებს საუბრობს, - ასე აფასებს "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდის განცხადებები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს. 

მდინარაძის განცხადება, სისულელეებზე საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გავლენას არ ახდენს. არც შიდა აქტორები და არც გარე აქტორები გავლენას არ ახდენს. ხომ ნაცმოძრაობას ებრძოდნენ და გადაწყვიტეს, რომ არ გააუქმონ ნაციონალური მოძრაობას. არაფრის გაუქმების თავი არ ჰქონდათ და არც აპირებდნენ. ეს იყო ინსტრუმენტი, რომ თითქოს ხალხს აჯერებდნენ, რომ ნაცმოძრაობას, წარსულის ქილერებს ებრძვიან." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.