სანამ რეჟიმი ვინმეს აკრძალავს, თავად აიკრძალება, პოლიტიკური ველიდან გაქრებიან - ვაშაძე

15.04.25 11:51
სანამ რეჟიმი ვინმეს აკრძალავს, თავად აიკრძალება, პოლიტიკური ველიდან გაქრებიან - ვაშაძე

"ოცნება" ოპოზიციას ვერ აკრძალავს, სისულელეა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის"  ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, რეჟიმს ეს სვლა "მეგობარი აქტის" გადასაფარად სჭირდებოდა.

ვიდრე ვინმეს აკრძალავენ, თავად აიკრძალებიან, - ამბობს ვაშაძე. 

პირველივე დღეს, როცა დააინიცირეს პარტიების აკრძალვა, ვთქვი, რომ ეს არის სისულელე, რომელიც მოიგონეს მაშინ მეგობარი აქტის გადასაფარად. აგერ, გამოვიდნენ ახლა და არაფერი მსგავსი არ იქნებაო. სისულელეა, ტყუილია, ვერ აკრძალავენ. უფრო მეტიც, ვუთხარი, რომ თუ მაგარი ბიჭები ხართ, აგვკრძალეთ- თქო. ხომ ვერ აკრძალეს? ვერც აკრძალავენ ვერასდროს. სანამ ეგენი ვინმეს აკრძალავენ, თვითონ აიკრძალებიან, გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.