"ოცნება" მატყუარა, მხდალი და "გადამგდებია" - ზაზა თავაძე

15.04.25 12:02
"ოცნება" მატყუარა, მხდალი და "გადამგდებია" - ზაზა თავაძე

გახარიას გუნდის წევრი ზაზა თავაძე ამბობს, რომ "ოცნება" არა თანმიმდევრული და "გადამგდებია" და ამიტომ ოპოზიციის აკრძალვას ვერ მოახერხებს. ოპოზიციის წევრის თქმით, რეჟიმს ენმ-ს დასრულება არ სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას 13 წლის მანძილზე მოახერხებდა. 

იღებენ არაკონსტიტუციურ კანონებს, აანონსებენ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს და გუშინ მოუწიათ ამ ნაბიჯებზე უარის თქმა. რატომ? იმიტომ, რომ არიან არათანმიმდევრულები, მატყუარები, მხდალები და გადამგდებები. არანაირი "ნაციონალური მოძრაობის" დამსრულებლები ეგენი არ არიან. თუ მაგის დასრულება უნდოდათ, ჰქონდათ 13 წელი, მაგრამ ვერ გააკეთეს, - ამბობს ზაზა თავაძე. 

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.