რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა, რომ გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს - ხაბეიშვილი

15.04.25 12:22
რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა, რომ გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს - ხაბეიშვილი

რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა, რომ მან გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ლიდერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რეჟიმმა ოპოზიციის აკრძალვის ვადა გადაწია.

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მდინარაძე ივანიშვილის ხელში "სათამაშოა" და ათქმევინებენ იმას, რაც და რა დროსაც სურთ.

ამასთან, ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძლავის საფრთხე რეალურია და ეს არა მხოლოდ "ოცნების" ოპონენტების აკრძალავს ეხება, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას. 

რომელი პირიანი კაცი მამუკა მდინარაძეა, რომ მან გადაწყვეტილება აღარ შეცვალოს. ფაქტია, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ “მეგობარი” აქტს უკავშირდებოდა და ამის გადაფარვას ემსახურებოდა თავის დროზე ეს განცხადება. ახლა ვხედავთ, რომ ერთი ადგილი არ ეყო მამუკა მდინარაძეს და გამოაგორეს და აბსოლუტურად სხვა რამ მოაყოლეს, რაც გასაგებია, რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის ხელში - კაცი, რომელიც, ფაქტობრივად, სათამაშოა. მას შეაცვლევინეს ხელმეორედ გადაწყვეტილება და ეს მას არაერთხელ გაუკეთებია. თუმცა, უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ეს საფრთხე, რომელიც არსებობს და რეალურია, გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას. ამ მიმართულებითაც, ფაქტობრივად, ახლა მუშაობს რუსული რეჟიმი,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს. 

 

მსგავსი სიახლეები