გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში - ექსპრემიერის განცხადებას პროდასავლური ოპოზიცია აფასებს

16.04.25 14:08
გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში - ექსპრემიერის განცხადებას პროდასავლური ოპოზიცია აფასებს

გიორგი გახარიას მიერ გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს პროდასავლური ოპოზიციის შეფასება მოჰყვა. 

არცერთი პროდასავლული პარტია არ ამბობს, რომ მზადება ამ პროცესისთვის დაწყებული აქვთ. თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ბოიკოტი გაგრძელდება - ამბობენ ის პარტიები, ვინც ბარიერი გადალახა.

რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან მაშინ ეგ უნდა ახსნან ყველამ, ვინც მაგას ამბობს. იმიტომ, რომ არსებობს ორი პირობა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, თუ ამის გარდ შეიძლება კიდევ რაღაცა სხვა პირობები შეიცვალოს, ისე, რომ აეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდეს და ამის გამო ღირდეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ უნდა თქვან, რომ შეიძლება ესეთი რაღაც მოხდეს და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრები დარჩებიან ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ჩანიშნული ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამის გამო მაინც მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას მაგრამ ეგეთ პირობას ვერ ასახელებს ვერავინ. ვინც ეგეთ განცხადებებს აკეთებს სინამდვილეში ელოდება იმას, რომ მოკვდეს პროტესტი და მერე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი არ გამოგვივიდა და ამიტომ ახლა შევალ და ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ. ნანახი მაქვს ეს 2020-ის არჩევნების შემდეგ", - ამბობს "ცლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

"ძლიერ საქართველოში" აცხადებენ, რომ ახლა ყურადღება ორი მიმართულებით უნდა გამახვიოლდეს - რომ გაიზარდოს ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც არ უწყობს ხელს ამ ორი ამოცანის მიღწევას, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს  - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ყველამ, ვინც ოპოზიციად თვლის საკუთარ თავს, ვინც რეალურად ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს, უნდა გააკეთოს ყველაფერი ორი მიმართულებით - ერთი, ეს არის რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს არაღიარების და ზეწოლის რეჟიმი დასავლეთიდან და მოერე - გაიზარდოს ქვეყნის შიგნით ზეწოლა ახალი, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მიმართულებოთ, ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც არ უწყობს ხელს ამ ორი ამოცანის მიღწევას, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ემსახურება რეჟიმის ინტერესებს". - ამბობს სამადაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს ბორის ჩელე ყურუაც. 

ხალხს უნდა შევუქმნათ იმის რწმენა, რომ ჩვენ იმ არჩევნებისთვის, რომელსაც ეს პროტესტი მოიპოვებს, ვართ მზად. ამის იქით ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს. არ შეიძლება ილაპარაკო, რომ "ცესკო" კორუმპირებულია და არჩევნებს გიყალბებენ და თან ახლა შენ შეგიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო მაშინ, როცა თან ახალ არჩევნებს ითხოვ. რომელიმე პროცესი მაინც უნდა დასრულდეს და მე რასაც ვუყურებ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამას არ აკეთებს და ახლა არ ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ", - ამბობს ოპოზიციონერი ბორის ჩელე ყურუა.

ლევან ხაბეიშვილს უშუალოდ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. 

ერთი თვის წინ ვთქვი, რომ გახარიას, მის პარტიას შესთავაზეს პრივილეგიები, ფული, იმის სანაცვლოდ, რასაც ახლა აკეთებს - ამბობს ხაბეიშვილი. 

ძალიან მძიმეა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. ოპოზიციონერის ყურება და მე ერთი თვის წინ ვთქვი, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ გახარიას, მის პარტიას შესთავაზეს პრივილეგიები, ფული, იმის სანაცვლოდ, რასაც ახლა აკეთებს და რას აკეთებს ახლა ის, არ გამოდის პარლამენტიდან, მან „გააპრავა“ ფაქტობრივად კომისია და წულუკიანს დააჩაგვრინა პირდაპირი მნიშვნელობით თავი და ახლა მესამე, ამბობს, რომ უნდა შევიდეს არჩევნებში. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ ფაქტობრივად პოლიტიკურად გაშიშვლებული გახარია, რომელიც ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები