"ადამიანების დაშინების მცდელობაა" - ზურა ჯაფარიძე ხასაიას პატიმრობაზე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ გელა ხასაიასთვის 12 დღიანი პატიმრობის შეფარდება სხვა მოქალაქეების დაშინებას ემსახურება. ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია, აქციაზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გამოვიდეს.
ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ მის თანაპარტიელს არცერთი კანონი არ დაურღვევია და არც პოლიციისადმი წინააღმდეგოის გაწევას ჰქონია ადგილი.
კადრები არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გელას არ დაურღვევია არაფერი. მათ შორის, ის რეპრსიული კანონებიც კი, რომელიც ამათმა მიირეს, ის კანონებიც კი არ დაურღვევია. პირიქით, ეთანამშრომლება და ეუბნება, რომ ჩხრეკის გარდა, დაგათვალიერებინებთ რასაც გინდათ. მიუხედავად ამისა, მიუსაჯეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება, ამას ჰქონდეს, ახლა, გელას ვერ შეაშინებენ, არის სხვების დაშინების მცდელობა, რომ ნაკლები ადამიანი გამოვიდეს პროტესტზე. შეეშინდეთ, რომ შეიძლება, ისინიც მოხვდნენ ამ წინასწარი დაკავების საკნებში, სადაც ახლა გელაა გამწესებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს ხელბორკილები პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაადეს.
ხასაიასთავის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტები ითხოვდნენ, ამტკიცებდნენ, რომ "ცვლილებისთვის" წევრისთვის ჯარიმები არასათანადო იყო.
რეჟიმი ხასაიას 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, უწყვეტ ლაივ კადრებში კარგად ჩანს, რომ ხასაია სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევს.