ან ჩვენ ყველა ვისხდებით პოლიტპატიმრებთან ერთად ციხეში, ან მათთან ერთად რუსთაველზე ვიზეიმებთ გამარჯვებას - აქტივისტი
გელა ხასაია გამოდგა "პირველი მერცხალი" ამ ახალი დაშინების მეთოდების, - ასე აფასებს აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრისთვის 12 დღიანი პატიმრობის შეფარდებას. მისი თქმით, "ოცნების" ეს მეთოდი ვერ იმუშავებს, რადგან ამდენ ხალხს ციხეებში ფიზიკურად ვერ დაატევენ.
აქტივისტი ამბობს, რომ სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
ბოლო იქნება ასეთი: ან ჩვენ ყველა ვისხდებით პოლიპატიმრებთან ერთად ციხეში ან ისინი იქნებიან რუსთაველზე ჩვენთან ერთად და იზეიმებენ გამარჯვებას, - ამბობს პირველებთან ჭოხონელიძე.
ნამდვილად სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი გელა ხასაია გამოდგა პირველი მერცხალი ამ ახალი დაშინების მეთოდების, რაც მოიაზრებს იმას, რომ თუ ჯარიმებით ვერ გააჩერეს მოსახლეობა და თუ ჯარიმები ვერ გახდა იმხელა დისკომფორტი, რომ მოსახლეობა გაჩერდეს და არ გამოვიდეს პროტესტზე, აწი, უკვე გადავიდნენ დაჭერებზე. თუმცა, ვშიშობ, ამდენი წინასწარი დაკავები იზოლატორი და ამდენი კამერა არ არსებობს, რომ ამდენი აქტივისტი დაიჭირონ და ჩასვან ციხეში. ბოლო იქნება ასეთი: ან ჩვენ ყველა ვისხდებით პოლიპატიმრებთან ერთად ციხეში ან ისინი იქნებიან რუსთაველზე ჩვენთან ერთად და იზეიმებენ გამარჯვებას. ასე, რომ, იაფფასიანი თითოეული ეს მცდელობა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს და აპირებს, რომ მომავალში გააკეთოს, - ამბობს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს ხელბორკილები პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაადეს.
ხასაიასთავის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტები ითხოვდნენ, ამტკიცებდნენ, რომ "ცვლილებისთვის" წევრისთვის ჯარიმები არასათანადო იყო.
რეჟიმი ხასაიას 31 მარტის აქციაზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, უწყვეტ ლაივ კადრებში კარგად ჩანს, რომ ხასაია სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევს.