გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს - პირველი ფოტოები
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან მიღბულ კადრებში ჩანს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, სასამართლოში ეტლით მიიყვანეს.
ეს არის ჩიკვაიძის პირველი გამოჩენა საჯაროდ, მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ხელბორკილები პირდაპირ საამართლოში დაადეს და ციხეში გადაიყვანეს.
ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა, ამიტომ არსებობს, მოლოდინი, რომ ბრალდებული ხმაურიანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
დღეს ჩვენება ბრალდებულებმა - გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა უნდა მისცენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი პაპაშვილმა განაცხადა, მზად არიან, რომ ნებისმიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გასცენ.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო პროცესზე გიორგი ჩიკვაიძე წარმოდგენილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, შეწყვიტა შიმშილობა მან, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონოდათ პენიტენციურ დაწესებულებას, სასამართლოსა და პროკურატურას, რომ სხდომაზე არ მოეყვანათ.
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სასამართლოსგან, როდესაც ამდენი სინდისის პატიმრის სასამართლოებს ვუყურებთ, არანაირი საფუძველი არ არსებობდა მათი დაკავების და არც გიორგის დაკავების. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს მივყვებით პროცესს“, - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.


