რა გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სანქციებს? - რას ამბობენ ოპოზიციაში

18.04.25 11:32
რა გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სანქციებს? - რას ამბობენ ოპოზიციაში

რა გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სანქციებს? - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პოლონეთს აუცილელად მიჰყვებიან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები და სანქციებს ჯაჭვური ეფექტი ექნება. 

  • ივანიშვილის რეჟიმის მინიმუმ რვა მსახურის სახელი და გვარი პოლონეთმა შავ სიაში შეიყვანა. სავიზო სანქცია ეხება მათ, ვინც სისხლიანი ნოემბრის მოწყობასა და საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებშია მხილებული.

პოლონეთმა პირველად დააწესა სანქციები "ოცნების" ბოროტმოქმედი წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ზომა პოლონეთის მხრიდან, მაგრამ არა ბოლო, რადგან, რა თქმა უნდა, პოლონეთი და ყველა სხვა სახელმწიფო განაგრძობს მკაცრი სასანქციო რეჟიმის დაწესებას ყველა იმ პირისთვის, რომელიც წარმოადგენს ამ ბოროტმოქმედ რეჟიმს და ასევე იმ პირებისთვის, რომელიც კვებავენ ამ ანტიქართულ, ანტიადამიანურ, ანტიუფლებრივ რეჟიმს, რომელიც საკუთარ საკუთარ მოქალაქეებს ატერორებს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები საკუთრივ პოლონეთის მხრიდან, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოების მხრიდან გარკვეულ ფორმატებში", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

  • როტაციის პრინციპით პოლონეთი ახლა ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო და ვაიმარის სამკუთხედში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანაა. რატომ არის ეს გარემოებები მნიშვნელოვანი? გუშინდელ დღემდე ოფიციალური ვარშავა სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს გერმანიისთვის და საფრანგეთისთვისაც.  

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ პოლონეთის სანქიციები პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვაიმარის სახელმწიფოების, გემრანიის, პოლპონეთის და უკვე საფრნაგეთის ერთობლივი სანქციები მალე იქნება

"სანქციებს აქვს მარწუხების ეფექტი და ნელ-ნელა უჭერს სისტემას, რომ ჩამოიშალოს" - ამბობს ბუტიკაშვილი.

ჩვენ უნდა შევხედოთ ამ სანქციებს როგორც დასაწყისი. ვიზების შეზღუდვა არის პრიველი ეტაპი და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აწესებს სანქციებს, იწყება ვიზების შეზღუდვით. მერე მოყვება ფინანსური სანქციები, შემდგომი ეტაპი რასაც ველოდებით, მაგალითად ბრიტანეთის მხრიდან, ეს არის სვიფტის გათიშვა ივანიშვილის ბანკისთვის. შესაბამისად ეტაპობრივად ვითარდება. სანქციებს აქვს მარწუხების ეფექტი და ნელ-ნელა უჭერს სისტემას. ასე არის წარმოდგენილი სანქციების ფუქნცია, ანუ ასე უყურებს დასავლეთი, რომ სისტემა ისე მოაქციოს სანქციებში, რომ ჩამოიშალოს და ჩამოშლა არის მთავარი ამოცანა.  პოლონეთის სანქიციები არის დასაწყისი, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვაიმარის სახელმწიფოების, გემრანიის, პოლპონეთის და უკვე საფრნაგეთის ერთობლივი სანქციები მალე იქნება", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

  • ცნობისთვისპოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა

მსგავსი სიახლეები