"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არის ვახტანგ გომელაური

18.04.25 11:12
"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არის ვახტანგ გომელაური

ივანიშვილის რეჟიმის რვა წარმომადგენლის სახელი და გვარი პოლონეთმა შავ სიაში შეიყვანა. სავიზო სანქცია ეხება მათ, ვინც სისხლიანი ნოემბრის მოწყობასა და საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებშია მხილებული.

"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის დასანქცირებულთა შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

ასევე ჩვენივე ცნობით, რვავე სანქცირებული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია.

როტაციის პრინციპით პოლონეთი ახლა ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო და ვაიმარის სამკუთხედში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანაა. რატომ არის ეს გარემოებები მნიშვნელოვანი? გუშინდელ დღემდე ოფიციალური ვარშავა სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს გერმანიისთვის და საფრანგეთისთვისაც.  

  • ცნობისთვისპოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა

მსგავსი სიახლეები