ჩემი ინფორმაციით, პოლონეთი სანქციების პაკეტს აგრძელებს - ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების სიას გააფართოებს - "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პოლონეთი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს და შეზღუდვები დაუწესებათ უკვე დასანქცირებული 8 პირის გარდა სხვა მაღალჩინოსნებსაც.
ეს არის მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციები, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნებზე და არის გაგრძელება ზუსტად იმ ანტისახელმწიფოებრივი, დიქტატორული და რეჟიმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული წარმოუდგენელი ქმედებების გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს. ეროვნული სანქიცები გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, პოლონეთი აგრეთვე აგრძელებს სანქციების პაკეტს, რომელიც დაუწესებათ ასევე მაღალჩინოსნებს.
ივანიშვილი და "ოცნება" არის საერთაშორისო იზოლაციაში, რაც არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს ხატია დეკნაოიძე.
- ცნობისთვის, პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის დასანქცირებულთა შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.
ასევე ჩვენივე ცნობით, რვავე სანქცირებული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია.
- როტაციის პრინციპით პოლონეთი ახლა ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო და ვაიმარის სამკუთხედში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანაა. რატომ არის ეს გარემოებები მნიშვნელოვანი? გუშინდელ დღემდე ოფიციალური ვარშავა სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს გერმანიისთვის და საფრანგეთისთვისაც.